„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი… ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას,ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი – სამეცნიერო პროცესს. პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევარებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა და დიდი ენთუზიაზმი, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი აქ, ქუთაისში“.
მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ამის შესახებ მან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.