დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან მოქალაქეებს ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ, რომლის პასუხიც 20 წუთში გახდება ცნობილი.
როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები და მისი ჩატარების შემთხვევაშიც საჭიროა ცხვირ-ხახიდან ბიოლოგიური მასალის აღება.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ამ ტესტის გადამოწმება PCR ტესტით საჭირო აღრა იქნება.
„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს.
ხაზს ვუსვამ, ანტიგენტზე დამყარებული სრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება,”- აცხადებს პაატა იმნაძე.