ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივერის” ოფიციალურად დამტკიცებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ესეთი უცნაური და დევალვირებული სამედიცინო მეცნიერება ბოლო 20 წელია არავის უნახავს.
„კოვიდთან ბრძოლაში გამოჩნდა პირველი „უეფექტო“ წამლის ოფიციალური აღიარება FDA -ის მიერ! ესეთი უცნაური და დევალვირებული სამედიცინო მეცნიერება ბოლო 20 წელია არავის უნახავს“- აცხადებს კულუმბეგოვი.
როგორც BBC- წერს „რემდესივერზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა კოვიდპაციენტებში გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელსაც „რემდესივერით“ მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელების საშუალო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკლებია იმ პაციენტების გამოჯანმრთელების დროზე, რომლებსაც პლაცებოს გამოყენებით მკურნალობდნენ.