ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში 87 წლის კაცმა კორონავირუსი დაამარცხა

ქობულეთში 87 წლის ოთარ აბაშიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაეწერა. ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის კლინიკა მედცენტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მამაკაცი კლინიკაში 12 ოქტომბრიდან, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

„დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COV-19 დაამარცხა.

ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COV-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COV-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია“, – ნათქვამია პოსტში. 

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 751-ს შეადგენს.

იტვირთბა....