ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა. ის დასვა, მე გვერდით მომიჯდა” – ძარცვის ახალი დეტალები

ზუგდიდის სპეცოპერაციის დროს ბოლოს წაყვანილი სამი მძევლიდან ერთ-ერთი, ლაშა შენგელიაა. მისი განცხადებით, თავდამსხმელმა მძევლებს თავად შესთავაზა, თუ რომელი გაჰყვებოდა ბოლოს ავთანდილ გალდავასთან ერთად. ლაშა შენგელიას თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელმა არ იცოდა საით წასულიყო და მხოლოდ იმას აკვირდებოდა, უკან ვინმე ხომ არ მიყვებოდა. ამის შესახებ მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მოზომილი იყო. არანაირი დისკუსიაში არ შემოდიოდა. გვეუბნებოდა ისე მოიქეცით, ასე მოიქეცითო. ჩვენ თვითონ გვითხრა მან ვინ მოდიხართ ჩემთან ერთადო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი. ჩვენ თავად გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალი იყო.​ შეგვბოჭა და ისე შეგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალ იჯდა. ის დასვა, მე გვერდით მომიჯდა.

თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა საით უნდა წასულიყო. უკან აკვირდებოდა მოსდევდა თუ არა ვინმე, ბატონი ავთო ყველნაირად ცდილობდა დერწმუნებინა იგი, რომ არ მოსდევდა არავინ და ცუდი შედეგი არ დადგებოდა“ – ამბობს ლაშა შენგელია.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იტვირთბა....