“კაცს ნახევარი მილიონი დოლარი აქვს ჩანთაში და ზუგდიდიდან მიყავხარ. მძევალი რანაირად გამოდიხარ ?! ვიღაცები მოდიან და გეუბნებიან, რომ გადაგარჩინეს და ისევ ზუგდიდში გტოვებენ უფულოდ. ვერა ხართ თქვენ. კაი და ცუდი ვერ გაგირჩევიათ.”
ვახო სანაია – ჟურნალისტი
აღნიშნულით სანაია ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციას ხუმრობით გამოეხმაურა.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.