ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს აყვანილი მძევლებიდან ერთ-ერთი იყო, აცხადებს, რომ გამტაცებელი გამოცდილი იყო და სწორად მოქმედებდა.
როგორც კვარაცხელია ამბობს, . ზუსტად იმდენს აკეთებდა, რამდენიც საჭირო იყო. იმდენი გაისროლა, რომ ხალხი შეეშინებინა
“თავდამსხმელი გამოცდილი იყო იარაღთან ურთიერთობაში და ასეთ კრიზისულ სიტუაციებში საერთოდ არანირი ნერვიულობის კვალი არ ეტყობოდა. ზუსტად იმდენს აკეთებდა, რამდენიც საჭირო იყო. იმდენი გაისროლა, რომ ხალხი შეეშინებინა. ჩვენ გვეუბნებოდა, აი, თქვენმა მთავრობამ როგორ დაგიკიდათ ფეხზე და როგორ არ მოიტანა ამდენი ხანი ფულიო. იმიტომ, რომ, როგორც იცით, 6 საათზე ამოიწურა დეტალების დრო,”- აცხადებს კვარაცხელის.
ამასთან, კვარაცხელია აცხადებს, რომ ადამიანები დაიხოცებოდნენ და შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა, რომ არა მედიის აქტიურობა და მიმდინარე მოვლენების გასაჯაროვება.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.