ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ისინი დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ღალატს” – ჯონდო ბაღათურიას დაკითხვა დასრულდა

ჯონდო ბაღათურია სამი საათის განმავლობაში პროკურატურაში იკითხებოდა. ყოფილი დეპუტატი და “ქართული დასის” დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის ფარგლებში დაიბარეს.

ბაღათურია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ყოფილ დეპუტატ დღეს ოპოზიციიდან უპასუხეს და ხელისუფლების ინტერესის გატარებაში დაადანაშაულეს.

“მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი კაპანაძე და სხვა რიგითი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ღალატს. ჯერჯერობით, დაკავებული არიან მეისრეები, მე არ ვამბობ, რომ ისინი არ არიან დამნაშავეები, თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის დიდი ფული, რაც ჩემი აზრით, გადახდილია ამ დიდ, ისტორიულ ღალატში, ამათაც შეხვდა. შესაძლოა, ამათ უბრალოდ დაავალეს და გააკეთეს, მაგრამ შეუძლებელია პრეზიდენტის, მაშინდელი შს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გარეშე” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.  გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყების ცნობით, დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

იტვირთბა....