“სავარაუდოდ, ის ცაცია არ იყო. მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ფაქტობრივად, ის ცეცხლსასროლ იარაღს ვერ გამოიყენებდა. ყუმბარის ხელში ჭერა ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული. რამდენიმე საათი ამას ვერ შეძლებს. მან რგოლი უბრალოდ გამოაძრო და შემდეგ ისევ გაუკეთა. მძევლები ისე ახლოს ჰყავდა, მათ შეეძლოთ მისი მოგერიება, თუმცა ეს ბუნებრივია, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.”
ირაკლი ალადაშვილი – სამხედრო ჟურნალისტი.
ამის შესახებ მან “პრაიმტაიმს” განუცხადა.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.