ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს ახლოსაა ტერორისტულ აქტთან” – ექსპერტი სამხედრო საკითხებში

“მოხდება თუ არა მუხლის გადაკვალიფიცირება, ცალკე თემაა, მაგრამ მე მხოლოდ მინიშნება გავაკეთე, რომ შინაარსით ეს ახლოსაა ტერორისტულ აქტთან. ყველა ხომ ექსპერტი გამოდის ამ დარგში და აცხადებენ, რომ კატეგორიულად გამორიცხავენ ტერაქტს, უნდა მიაქციონ ყურადღება სიტყვებს, რას ამბობენ…”

აირან სალუქვაძე – ბრიგადის გენერალი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში.

ამის შესახებ მან “ჰოთნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იტვირთბა....