მთავარი ციტატა

“რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება”- ბესელია ტერორისტულ თავდასხმაზე

ბესელია

სახიფათოა არჩევნების წინა დღეებში ასეთი მოვლენების კვალდაკვალ პროცესები, სახიფათოა, დღისით მზისით, შეიარაღებული ადამიანი ყველაზე უფრო დაცულ სივრცეში შედიოდეს, ძალიან სახიფათოა, რომ ასეთი სპეციალური ფორმით აღჭურვილ ადამიანი, როგორ გადაადგილდებოდა და როგორ შევიდა ბანკში ამ ოპერაციის ჩასატარებლად. ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება

ეკა ბესელია – პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე

ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებტან განაცხადა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....