ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა” – ბანკი განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. როგორც “პირველ არხს” ბანკში განუცხადეს, სავარაუდოდ მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის.

„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“ – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

არსებული ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი საფინანსო კომპანიის ინკასატორი დააყაჩაღეს.

იტვირთბა....