ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პოლიციამ გარდაბანში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 16 წლის ბიჭი დააკავა” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი და დამნაშავეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....