მთავარი ციტატა

“ტერორისტებთან არ მიდიან მოლაპარაკებაზე. მათ უბრალოდ იჭერენ ან ადუღებენ ადგილზე”- ჩიტიძე

“ბოლომდე არაფერი გარკვეულა, მეტიც, ჯერ არც არაფერი ვიცით. ამიტომ, ნაადრევი მგონია ყოველგვარი შეფასება. ძალიან გთხოვთ, ნუ გვიკითხავთ მორალს, რომ რადგან ადამიანები ცოცხლები არიან (რაც უმნიშვნელოვანესია), ოპერაცია, a priori წარმატებული იყო. ტერორისტებთან არ მიდიან მოლაპარაკებაზე. მათ უბრალოდ იჭერენ ან ადუღებენ ადგილზე. პუტინის რუსეთივით რომ არ უნდა ვიქცეოდეთ და ადამიანებს ვაწირავდეთ სპეც.ოპერაციას, მაგას დიდი ინტელექტი არ სჭირდება.”

იურისტი გიორგი ჩიტიძე

აღნისნულით ჩიტიძე ფეისბუქზე, ზუგდიდში საქრთველოს ბანკში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....