მთავარი ციტატა

“პირს სამხედრო ბატინკი ეცვა ერაყში „ქვიშის ქარიშხალის” ოპერაციის დროს გამოყენებული მოდელი, თასმები შეკრული ჰქონდა სპეციფიური ხვეულით”

“რაც შეეხება სამხედრო ფორმას, რომელიც მას ეცვა, აშკარაა, რომ ესაა საველე პირობებში უკვე ექსპლუატირებული ე.წ. მულტიგამის ტიპის დაფოთვლის უნიფორმა. რომელსაც დღეს ქართული არმია მოიხმარს. პირს სამხედრო ბატინკი ეცვა ერაყში „ქვიშის ქარიშხალის” ოპერაციის დროს გამოყენებული მოდელი, თასმები შეკრული ჰქონდა სპეციფიური ხვეულით, რომელ ხვეულსაც (სკვნილს) ქვეით ჯარებში იყენებენ. განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი (კარაბინი) სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად.”

დავით ნემსაძე – სამხედრო ბლოგერი

აღნიშნულით სამხედრო ბლოგერი ზუგდიდის ბანკში შეჭრილ თავდამსხმელზე საუბრობს

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....