მთავარი ციტატა

“ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა”- ოქრუაშვილი

“ღარიბაშვილს ხომ არ უთქვამს ატამი და მანდარინი რა ღირს ან ის ბოთე გომელაური ხომ არ გამოჩენილა, ბაღი მაქვს დასაბარი. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ გვაქვს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ის ფული რაც იმ კაცს გადაუხადეს, ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან გაიცა.”

ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველოს თავმჯდომარე

აღნიშნულით ირაკლი ოქრუაშვილი  ზუგდიდში ტერორისტის მიერ მძევლების აყვანას გამოეხმაურა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

 

იტვირთბა....