ახალი ამბები მთავარი სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლებს შორის არის სამეგრელო ზემო სვენეთის რეგიონის უფროსი ავთო გალდავა

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლად აყვანილ სამ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა, არიან სამეგრელო ზემო სვენეთის რეგიონის უფროსი ავთო გალდავაი და მერის, გიორგი შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელია.

სავარაუდოდ, გალდავამ გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა, ამასთანავე, ის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, თავდამსხმელმა 3 ადამიანთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და პოლიციის მანქანით დატოვა ტერიტორია.

კადრებში ვხედავთ, რომ მას აწეული ჰქონდა ხელი, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა.

იტვირთბა....