დამოუკიდებელი სასამართლო… თანამედროვე ქართველისთვის სიტყვების ეს კომბინაცია ჯერ კიდევ ღიმილისმომგვრელია… ჯერ კიდევმითია.
წინა საუკუნის ბნელი და ცივი (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) 90-იანები ვისაც ახსოვს, ახსოვს იმჟამინდელიპროკურატურა-სასამართლოს ტანდემის უაღრესად გათვლილი… ბოდიში – დათვლილი პრაგმატიზმიც. სამართალი იმხანადფასდაუდებელი ნამდვილად არ ყოფილა და ათიდან ათი საქმის უკან ჩვეულებრივი ვაჭრები იდგნენ… ადამიანები, რომლებიც როგორცთავისუფლებით, ისე მოქალაქეთა სხვა უფლებებითაც ზუსტად ისე ვაჭრობდნენ, როგორც ვაჭრობის სფეროს სხვა წარმომადგენლებიფართო მოხმარების სხვა საგნებით. ვაჭრობდნენ და ფასზე შეთანხმების შემთხვევაში სამართლით, მისი ფორმალური, შავით თეთრზედაწერილი დებულებებით, როგორც უნდოდათ, როგორც საქმეს სჭირდებოდა, ისე მანიპულირებდნენ. აღარაფერს ვიტყვი“ხელშეუხებელთა” იმ კასტაზე, რომელთა საქმეები, უფრო სწორად კი პრეტენზიები, კონკრეტულ კაბინეტებში განიხილებოდა და ისინისასამართლო განხილვამდე არ აღწევდა. საქართველოში, იმხანად, თავისუფალი და დამოუკიდებელი (უფრო სწორად სამართლიანი,თორემ საქმეებით სავსებით დამოუკიდებლად და სრულიად თავისუფლად ვაჭრობდნენ) სასამართლო დაახლოებით ისეთივე ნონსენსიიყო, როგორც ზამთარში უწყვეტი დენი და ამას მოსახლეობა ზუსტად ისეთივე თავისთავად ნაგულისხმებ და “ნორმალურ” მოვლენადაღიქვამდა, როგორც უდენობას, ან უწყლობას.
მოკლედ: იმჟამინდელი სასამართლო ერთნაირად დამოკიდებული იყო, როგორც ხელისუფლების პირველ ორ შტოზე, ისე ნებისმიერიმოქალაქის ჯიბეზე… დამოკიდებული იყო ყველაფერზე სამართლის გარდა.
ის ავადსახსენებელი ჟამი ახალმა, ასე თუ ისე მოდერნიზებულმა, საერთაშორისო სტანდარტებთან მეტ-ნაკლებად მიახლოვებულმა ხანამშეცვალა… ხანამ, რომელშიც, ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიხარულოდ, დენის უწყვეტად არქონა არანორმალური გახდა. სახელმწიფომშეიხსნა პოსტსაბჭოთა პერიოდის მიერ მიყენებული ჭრილობებიდან სახვევები და ნელ-ნელა სახელმწიფოს კონტურები შეიძინა… რაც,რასაკვირველია, იუსტიციის სფეროსაც, სასამართლო სისტემასაც დაეტყო, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის მოსამართლეზე, მისშინაგან რწმენაზე, სამართალზე(!) დამოკიდებული გახდა, არა! – მართალია სასამართლომ “სავაჭრო დახლებიდან” სასამართლოდარბაზებში გადაინაცვლა, მაგრამ იმავდროულად, აშკარად და დაუფარავად, მბრალდებლის იდენტური გახდა, უსიტყვოდ გამოუცხადარა პროკურატურას სოლიდარობაში გარდამავალი ნდობა… ეს კი ასე, ეჭვსგარეშეა, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გადაწყდა.სახელმწიფომ “წინა სახელმწიფოს” შემუსვრა დაიწყო… იგი მბრალდებლად იქცა, რომლის შემადგენლობაშიც სასამართლოს ფუნქციაწმინდა წყლის ფორმალობა გახდა.
“წინა სახელმწიფო” თუ თემიდას საერთოდ არ იცნობდა, “ახალმა სახელმწიფომ” ის გაიცნო, ნდობაში მოტყუებით შევიდა… შემდეგ კითვალსახვევი გასტაცა და მიიმალა.
2012 წელს ქვეყნის ახალ ეპოქაში მისი კიდევ უფრო ახალი, აქამდე პრეცედენტის არმქონე ფურცელი გადაიშალა – ხელისუფლებადემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით შეიცვალა… თუმცა ახალი ხელისუფლებაც, მიუხედავად იმისა რომ მისი მოსვლამხოლოდ წინა ხელისუფლების მართვის დროს დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა, შეცდომების იგივე გზას დაადგა და“კეთილშობილური” განზრახვის ტრაფარეტს (“სამართლიანობის აღდგენა”) ამოფარებულმა ფაქტობრივად მანაც “წინა სახელმწიფოს”შემუსვრა გადაწყვიტა. სასამართლოს, რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული მისია დაეკისრა და ახალი ხელისუფლებაც მასშიბრალდების ტონის გაძლიერებას შეეცადა, რისი ერთბაშად გაკეთებაც, განსხვავებით რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლებისგან, ვერშესძლო, თუმცა ნელ-ნელა და ეტაპობრივად ეს მაინც მოახერხა და პოლიტიკური სცენის მოსუფთავებას შეუდგა.
ამასობაში სულ ეხლახანს შეძენილმა სახელმწიფოს კონტურებმა, სხვადასხვა მიმართულებით და მეტ-ნაკლები ინტენსიურობით,გამკრთალება დაიწყო, რაც ფინანსურ-ეკონომიკურ, შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში შექმნილ პრობლემებში აისახა და რის ყველა შესაძლოფორმითა და საშუალებით აფიშირებასაც შეეცადა ტელეკომპანია, რომელიც, იმის გარდა, რომ სხვა ტელეკომპანიებისგან დიდიგამოცდილებით , მაღალი პროფესიონალიზმითა და უკონკურენტო რეიტინგით გამოირჩევა, უამრავი ადამიანისთვის, ზემოთხსენებულახალ ეპოქასთან, სიცივისგან და სიბნელისგან თავის დაღწევის ერთგვარ სიმბოლოსთან ასოცირდება და ამდენად ქართული ტელევიზიისფლაგმანადაც სავსებით სამართლიანად აღიქმება, ოღონდ… არსებობს ეჭვი, და ამ ეჭვს არსებობის გაცილებით უფრო მეტი უფლება აქვს,ვიდრე არარსებობის, რომ ზემოთხსენებული ტელეკომპანია “წინა სახელმწიფოს” ერთ-ერთი უკანასკნელი და ყველაზე ძლიერი ბასტიონია,მის სამსახურში დგას და ის უნდა დაეცეს… “უნდა დაეცეს აუცილებლად და უნდა დაეცეს ნებისმიერი საშუალებით!” – ასეთი კაპრიზია ამეჭვის თანმდევი.
როგორც ერთმა ჟურნალისტადყოფილმა პოლიტიკოსმა და აწ უკვე პოლიტიკოსადყოფილმა ჟურნალისტმა სწორად შენიშნა, კომუნიკაციის,ინფორმაციის გავრცელების სისწრაფისა და მისი სულ უფრო და უფრო დახვეწილი მეთოდებით მიმოცვლის დღევანდელ პირობებში,ტელეკომპანია (ყველაზე რეიტინგული და ანტისახელისუფლებოდ განწყობილიც კი) მიმდინარე პოლიტიკასადმი თავისი კრიტიკულიდამოკიდებულების მიუხედავად თავის თავში არ უნდა შეიცავდეს იმ მასშტაბისა და დონის საფრთხეს, როგორ საფრთხესაც მასშიხელისუფლება მოიაზრებს და აქედან გამომდინარე წესით არ უნდა ცდილობდეს მსგავსი ვირტუალური საფრთხეების განეიტრალებას,მითუფრო ასეთი მცდარი ხერხებით… არ უნდა ცდილობდეს მის ასე, არაპოპულარული და მიუღებელი (როგორც შინ, ისე გარეთ)მეთოდებით აღმოფხვრას და ამის ფორმალურ გამფორმებლად კვლავ სასამართლოს არ უნდა იყენებდეს… სასამართლოს, რომელსაც ამქვეყანაში თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კვლავაც არ აქვს ნაგემი… არ შეიძლება იმ ინსტიტუტის ასე უმოწყალოდ და ყოველდღიურრეჟიმში ცემა, რომელიც მთელ მსოფლიოში, თუმც ადამიანურს და თავის თავში ბოლომდე ჯერაც გაურკვეველს, მაგრამ მაინც იმასგულისხმობს, აღნიშნავს და შეძლებისდაგვარად ემსახურება, რაც განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა და ასაკისა, უკლებლივ ყველაადამიანის ერთ–ერთი უმთავრესი და ყველაზე ძლიერი წყურვილის საგანია… არ შეიძლება მანიპულირებდე იმით, რაც თავისი არსითთავად არის მანიპულატორი… სამართლის უსამართლო ზრახვებითა და მეთოდებით განხორციელება არ შეიძლება! – უსამართლოდგანხორციელებული სამართალი ისეთივე უსამართლობაა, როგორიც თავად უსამართლობა.
თავი რომ დავანებოთ ამ მოვლენებისადმი მსოფლიოს იმ ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც დღეს ყველა მიმართულებითდომინირებს და თავისი უარყოფითი დამოკიდებულების შენს ქვეყანაზე რეალურად ასახვის ყველა ბერკეტს ფლობს, ასეთი ქმედებით,ალტერნატიული აზრის (თუნდაც შენთვის ყველაზე მიუღებელ ძალასთან ასოცირებული წყაროდან წამოსულის) ჩახშობით, ქვეყანა“ცალმხრივი მოძრაობის” რეჟიმში, საკუთარ წვენში ხარშვის რეჟიმში გადაგყავს და ფაქტობრივად განვითარებისა და წინსვლის იმშესაძლებლობას უსპობ, რომლის წინაპირობაც მხოლოდ და მხოლოდ შეხედულებათა კონკურენციის პირობებში და ფონზე ჩნდება,განსხვავებულ აზრთა ჭიდილის პირობებში და ფონზე.
იქ, სადაც ალტერნატიული აზრი “მიმოქცევიდან” ოფიციალურად(!) არის ამოღებული, მის ადგილს, მისთვის განკუთვნილ ნიშას, როგორცწესი, მისი რადიკალური გამოვლინება – ექსტრემიზმი იკავებს. საზოგადოებისთვის კრიტიკული ხედვის არმიწოდების პირობებშიოფიციოზის, შეიძლება ითქვას “გვერდითი მოვლენა” იჩენს ხოლმე თავს, რაც პროცესების უშნო, ხშირად სავალალო, გამოვლინებებითაცხასიათდება. “სახელმწიფომ” სასამართლოს ასეთი დაკნინებით შეიძლება გაიხანგრძლივო ის, რის გახანგრძლივებასაც ეწადი და ცდილობ,მაგრამ ფუნდამენტური ინსტიტუტებისადმი უხეში და მოუქნელი დამოკიდებულება ადრე თუ გვიან (და უფრო ადრე, ვიდრე გვიან) შენცზუსტად ისეთ “წინა სახელმწიფოდ” გაქცევს, რომლის შემუსვრის ცდუნების წინაშეც შემდეგი დადგება და თუ გინდა ქვეყანამ ამ ჩაკეტილწრეს თავი დააღწიოს, მაშინ ის დროა წრე გაირღვეს…
ის დროა მოსამართლე ძაფიდან ჩამოიხსნას და მას სამართლიანობა-უსამართლობის განხორციელება-არგანხორციელების უფლება დასაშუალება მიეცეს; სამართლის არსში (და არა ხელისუფალთა კაბინეტებში) წიაღსვლის საშუალება მიეცეს და ამით საფუძველისასამართლო სისტემის შემდგომ განვითარებას და როგორც შედეგი ქვეყნის შემდგომ და სწორი მიმართულებით განვითარებას ჩაეყაროს…ის დროა თემიდას თავისი კუთვნილი აქსესუარი დაუბრუნდეს.
ვასო შონია