ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას”- ვატო წერეთელი

“ტვ პირველის” დირექტორი, ვატო წერეთელი ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რათა მისი ოჯახის წევრების დევნას შეეშვან.

როგორც წერეთელი აცხადებს, მომხდარი ინფიდენტის გამო არავინ დაინტერესებულა და არც გამოძიება დაწყებულა.

“ჯერ იყო და სასამართლოდან პირდაპირ გულის შეტევით მოახვედრა ქართულმა ოცმებამ საავადმყოფოში და ღმერთის წყალობით, გადარჩა ეს ადამიანი. დღეს უკვე პირდაპირ ემუქრებიან სიცოცხლის ხელყოფით. ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას. არაფერი გამოუვა არც მას და არც ქართულ ოცნებას. ერთი საათია უკვე მოხდა ეს ინციდენტი და კაციშვილი არ გამოხმაურებია, არავინ ამოსულა, არც დაურეკავთ, არც პოლიცია არის ამოსული.

შეეშვან ჩემი ოჯახის დევნას. “ტვ პირველი” არის და იქნება ყოველთვის ისეთი, როგორიც არის,”- აცხადებს ვატო წერეთელი.

ცნობისთვის, TV “პირველის” დირექტორმა, ვატო წერეთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მამამისს, ბიზნესმენ ავთო წერეთელს “ზონდერები” მოკვლით დაემუქრნენ.

ცნობისთვის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

იტვირთბა....