ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაბანში მე-2 საჯარო სკოლის 9 მასწავლებელს და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის 9 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ფორმულას სკოლაში განუცხადეს, ასევე ინფიცირებულია ორი მოსწავლეც. მათივე ცნობით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ვირუსით 172 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი.

იტვირთბა....