ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დამანებოს ამ ქალმა თავი რას მირეკავს ყოველდღე” – გოგი თოფაძე ნინო ჟვანიას

“დამანებოს ამ ქალმა თავი რას მირეკავს ყოველდღე” – ეს განცხადება ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ნინო ჟვანიასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ბიზნესმენმა report.ge-ს განუცხადა, თუ ნინო ჟვანია მას თავს არ დაანებებს ცუდად წაუვა საქმე.

“გითხარით ერთხელ, რას მირეკავს ეს ქალი ყოველდღე, ჭკუით იყოს თუ უნდა, რომ სამ-ოთხ წელში იყოს შვილთან, თუ არა და ცუდად წაუვა საქმე. ასე გადაეცით” – განაცხადა გოგი თოფაძემ.

გახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

იტვირთბა....