„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არაფერს ცვლის ამ საქმეში. საქმეში რაიმე დასკვნა, უცხოელი ექსპერტების გაკეთებული არ დევს. უცხოელებს იმიტომ ამბობენ, რომ სანდოობა შესძინონ. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტების დასკვნა. ვერცერთი ექსპერტი, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტი ვერ იტყვის იმას, რომ სწორედ ამ რუკების გამოყენება უნდა ყოფილიყო კომისიის ფარგლებში. შესაბამისად დავით გარეჯით აპელირება არის მხოლოდ პროპაგანდის ნაწილი და შეხება არ აქვს ამ საკითხს ბრალდებასთან. ივერი მელაშვილი არის უდანაშაულო და ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს.“
ედუარდ მარიკაშვილი – დავით გარერჯის საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა დავით გარეჯის საქმეზე განაცხადა.