მთავარი ციტატა

“უმეტესობას არ სჭირდება წამალი ბინაზე, თუ მას კიდევ სხვა დაავადება არ აქვს”- გამყრელიძე

“უმეტესობას სჭირდება ბინაზე მკურნალობა, ასევე უმეტესობას არ სჭირდება წამალი ბინაზე, თუ მას კიდევ სხვა დაავადება არ აქვს, რომლის გამოც ის მუდმივად იღებდა წამალს. ძირითადად, ბინაზე პაციენტებს სიცხის დამწევი საშუალება სჭირდებათ, როცა ტემპერატურა 38-ზე, ან 38-ნახევარზე ზევით არის. ჩვეულებრივად, 10-12 დღის განმავლობაში ეს ყველაფერი გაივლის და ადამიანი ჯანმრთელდება.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მტავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი. ვირუსისგან გარდაიცვალა 172 პაციენტი.

იტვირთბა....