ძირითადად, ბინაზე პაციენტებს სიცხის დამწევი საშუალება სჭირდებათ, როცა ტემპერატურა 38-ზე, ან 38-ნახევარზე ზევით არის. ჩვეულებრივად, 10-12 დღის განმავლობაში ეს ყველაფერი გაივლის და ადამიანი ჯანმრთელდება. ამიტომ, გთხოვთ, ვრცელდებოდეს მუდმივად ინფორმაცია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პანიკა ყველაზე ცუდი მტერია.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მტავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი. ვირუსისგან გარდაიცვალა 172 პაციენტი.