თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სავაჭრო ცენტრში, “გალერეა თბილისი”, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხარებელი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც თვითმხილველი ჰყვება, განგაშის სიგნალის ჩართვის მიზეზი უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ საკვებ ობიექტში გაჩნდა. ევაკუაციიდან რამდენიმე წუთში, სავაჭრო ცენტრში მომხმარებლების შეშვება განახლდა.