“გარდაცვლილებზე კი არა, ცოცხლებზეც რა როგორაა უკვე არ ვიცი, იმდენი პაციენტი გვყავს,”- ამის შესახებ “მეტრონომს” თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.
როგორც საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძვანელი აცხადებს, გარდაცვლილი პაციენტების გადაყვანა სრული პროტოკოლიც დაცვით ხდება.
“სპეციალური სამსახურია, სპეციალური ტომარაა, გერმატულად დაცული. არ ვიცი საით და როგორ გადაჰყავთ. ვერ გეტყვით რაც არ ვიცი. გარდავლკილებზე კი არა, ცოცხლებზე რა როგორაა უკვე არ ვიცი, იმდენი პაციენტი გვყავს,”- განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.
ცნობისთვის, დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი. ვირუსისგან გარდაიცვალა 172 პაციენტი.