ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავღანეთში, პაკისატანის ვიზისთვის ჭყლეტაში 11 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთში პაკისატანის ვიზის მისაღებ რიგში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ინციდენტი ქალაქ ჯალალაბადში მოხდა, როდესაც რიგში ათასობით ადამიანი იდგა. მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ვიზების მიღება მოქალაქეებს არა საკონსულოში, არამედ სტადიონზე შეეძლოთ.

BBC-ს ინფორმაციით, ჭყლეტაში დაშავდნენ ქალები და ბავშვებიც. ბევრი ავღანელი პაკისტანში ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად მიემგზავრება. მათი ნაწილი მეზობელ ქვეყანაში სამკურნალოდ ნაწილი კი, სამუშაოდ მიდის.

ცნობისათვის, ავღანეთმა პაკისტანის ვიზის გაცემა რამდენიმე დღის წინა განაახლა. ეს პროცესი პანდემიის გამო შვიდი თვე შეჩერებული იყო.

 

იტვირთბა....