ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არის თუ არა საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში – მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არსებობს. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, რაიონებში კლინიკები კოვიდთან ბრძოლაში ჩაერთვნენ, რითიც რესურსი გაიზხარდა.

“მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ჩვენი მხრიდან, კერძოდ თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში, შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება 3 კლინიკა, იმერეთის რეგიონში ასევე 3, კერძოდ ქუთაისში 2. აქედან გამომდინარე არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს. იცით, რომ ასევე სასტუმროების სივრცეს ვიყენებთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით 4392 საწოლია მობილიზებული და ეტაპობრივად ხდება დამატებითი კლინიკების ჩართვა.

 

იტვირთბა....