ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემასთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან დროებით გაათავისუფლეს. შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ტატო კუჭავამ „მეტრონომთან“ საუბარში განმარტა, რომ სამმართველოს უფროსი კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და მას დროებით, საქმის გამოძიებამდე შეუჩერდა უფლებამოსილება.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი მდინარაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სცემეს. მისი ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში, სამმართველოს უფროსის გარდა, პოლიციის სხვა ცალკეული თანამშრომლების მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.