“იქნება ერთეული შემთხვევები, სადაც ხარვეზები იქნება. ერთეული შემთხვევბი იყო, სადაც კონსულტაციაზე დაგვიანება მოხდა. ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.”
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ამის შესახებ მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი. ვირუსისგან გარდაიცვალა 172 პაციენტი.