“თუ სწორად მახსოვს, 200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მაგრამ მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებების პაკეტი იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია.”
სოსო ფხაკაძე – საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი
ამის შესახებ ფხაკაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.