მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ.
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიათან კომენტარი გააკეთა.
“საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, შეხვედრაზე 2 მთავარ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს, კერძოდ:
„ნომერ პირველია ის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი მოთხოვნები. მეორე კი არის ის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“ – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
მისი განცხადებით, ბიზნესი ითხოვს 6 თვის ვადით გადავადდეს სესხები და გახანგრძილვდეს საგადახადო შეღავათები. მისივე თქმით, შეხვედრას წამყვანი ბანკების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება.