ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

სოსო ფხაკაძე: პრემიერმა გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება, ბიზნესის თხოვნაც ეს იყო

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერმინისტრმა მსხვილ დამსაქმებლებს შეხვედრაზე რამდენჯერმე უთხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება.

მისი თქმით, ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც იყო, რომ ასეთი ჩაკეტვები აღარ განმეორდეს.

„ ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას ორი მიზეზის გამო – საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი უკვე, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა. მაშინდელი პერიოდი და დღევანდელი პერიოდი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა თეორიულადაც რომ  ჩაიკეტოს ქვეყანა, უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება, ვიდრე რაიმე სიკეთე იქნება, რაშიც ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ. მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ამას არ აპირებს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის პრემიერმინისტრი მსხვილი დამსაქმებლებს შეხვდა.

 

იტვირთბა....