პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ მან report.ge-ს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობას 105 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.
” 15 წლის კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 105 კოვიდინფიცირებული რჩება სამკურნალოდ, მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება”- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.