ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ტრაქტორი მიჰქონდა, გადაბრუნდა. ავტომობილის ძარაზე ერთი, კაბინაში კი სამი პირი იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, მუშები ტყეში შეშის დასამზადებლად მიდიოდნენ. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი – კაბინაში მჯდომი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.
„გარდაცვლილი მამაკაცი ადიგენის ერთ-ერთი სოფლიდან არის. მუშად მუშაობდა ხე-ტყეზე. კაბინაში სამი კაცი იყო. ერთი, რომელიც გადმოხტა, გადარჩა. კაბინაში მძღოლი და ერთი მგზავრი უვნებლად გადარჩა. მესამე დაიღუპა” – ამბობს ახალციხის მერის რწმუნებული სოფელ მუგარეთში გიორგი ბლიაძე.