aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გააძევეს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოლოს მხარი არ დაუჭირა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. რადგან ამ პროვოკაციებს სათანადო პოლიტიკური პასუხი ექნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, კახა ოქრიაშვილი ხედავს, რომ არჩევნებს აგებს.

„თავი მოჰქონდა იმით, რომ მუდმივი მაჟორიტარი იყო. მაგალითად, ნიკა მელია მას „ფეოდალს“ უწოდებდა, ამით იწონებდა თავს. ეს ადამიანი „ქართული ოცნებიდან“ გააძევეს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოლოს მხარი არ დაუჭირა.ის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მათი კანდიდატია ამ ოლქში. ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო ბუნებაა: პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო გარემოს გაფუჭების მცდელობა და ა.შ. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან მუდმივი ინსტრუქციები მიდის აქტივისტებზე, რომ არც ერთ შემთხვევაში პროვოკაციებს არ აყვნენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სამართადამცავების მყისიერი რეაგირება და ეს არის ჩვენი მოწოდება“,-განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს.

 

 

იტვირთბა....