“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა მდინარაძეა თვითიზოლაციაში გადასული. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის ინფორმაციიტ, მდინარაძეს უშუალო კონტაქტი ჰქონდა ნინო წილოსანთან, რომელიც კოვიდით დაინფიცირდა.
“მამუკა მდინარაძე არის იზოლაციაში გადასული, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე, იზოლაციაში არის გადასული მამუკა მდინარძე,”- აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატები ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.