განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მე-7-დან მე-12 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“ – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.