ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტის საფუძველზე კარანტინის გარეშე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინის გარეშე PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ განაცხადა, მთავარი არის ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს PCR ტესტით.

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

იტვირთბა....