მთავარი ციტატა

„როგორ შეიძლება, ხელზე სამოთახიანი ბინა გეკეთოს, როდესაც უამრავი ადამიანი უსახლკაროა“

“გუშინწინ ვუყურე რეპორტაჟს ქართველი პოლიტიკოსების მაჯის საათების შესახებ. მაინც ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება ხელზე სამოთახიანი ბინა გეკეთოს მაშინ, როდესაც შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი უსახლკაროა, მშიერია, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. არც ის მესმის, როგორ შეიძლება მაჯას გიმშვენებდეს ისეთი საათი, რომლის შესაძენად შენი სამი წლის ხელფასი არ არის საკმარისი. მაშასადამე, პრივილეგიის უტლანქეს დემონსტრირებასთან, მექრთამეობასთან და არალეგალური შემოსავლების დამალვასთან გვაქვს საქმე, გოიმობასა და ქაჯობაზე რომ არაფერი ვთქვათ“.

ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი

წყარო: სოციალური ქსელი

სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე: „ქართული ოცნებიის” საათის ხამებს თუ შეხვდებით, სასწრაფოდ დაანამუსეთ და საათების გაცვლა შესთავაზეთ“

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართულ დებატებში  „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად საათი გადასცა.

„საათებით პიარკამპანიის მოწყობა გადაწყვიტა და სარეკლამო კლიპში გამოფინა საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი და ასევე ირაკლი კობახიძის საათი, რომელიც საერთოდ არ იყო მისი. მინდა ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე მას საათი, რომელიც როგორც კი დახედავს, არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს“. – უთხრა მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძეს.

 

 

 

იტვირთბა....