ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ნოემბრიდან 9 მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თურნავამ განმარტა, ფრენები აღდგება ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცესა და მილანის მიმართულებით.
რაც შეეხება სამ მიმართულებს, პარიზს, მიუნხენსა და რიგას, სადაც მიმოსვლა უკვე აღდგენილია, თურნავას განმარტებით, ავიაკომპანიები შეძლებენ სიხშირეების გაზრდას.