მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება:
“გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით – შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“ – ამბობს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ დრეს ახალი შეზღუდვები ამჯერად უკვე მცხეთაში დააწესა. რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.