შესაძლოა, პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მეზვრიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
„პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთებისთვის. თუმცა, ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არ უნდა გვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ დავინახავთ, რომ ეს გვჭირდება, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისტვის, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება