ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მოგიწოდებთ ყველას” – მთავრობა საზოგადოებას მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ,ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. მისი ტქმით, თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეებმა მცხეთის რესტორნებში გადაინაცვლეს, რის გამოც დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო.

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება შექმნილ ვითარებაზე. ძალიან გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს დავემორჩილოთ“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.

იტვირთბა....