20 ოქტომბრიდან ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება. არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.
საზოგადოება ეპიდვითარების შესახებ ცნობებს მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ადასტურებს:
გიორგი ბერიძემ მედიის წარმოადგენლებს შეტყობინებაც გაუგზავნა:
“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო! გთხოვთ, გადასცეთ ერთმანეთს და კოლეგებს სამსახურში: დილის კომენტარი საერთო სტატისტიკასთან დაკავშირებით აღარ გაკეთდება ჩვენს კლინიკაში. ლოგიკურიცაა ინფორმაცია მივიღოთ მეც და თქვენც მთავრობისგან დილის სხდომის შემდეგ. ვაგრძელებ მეგობრობას და თანამშრომლობას მეც და ინფექციური კლინიკის თანამშრომლებიც” – აღნიშნულია შეტყობინებაში.