სამეგრელოში შეირაღებულმა თავდამსხმელებმა თხილით დატვირთული მიკროავრობუსი გაიტაცეს. შემთხვევა ხობის შესასვლელთან მოხდა.
თავდასხმის დროს მიკროავტობუსში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, ორივე მათგანი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამძიებო ღონისძიებებს.