„პირველი ტალღა არ ყოფილა, მაგრამ რატომ არ იყო ეს პირველი ტალღა? იმიტომ, რომ დროულად მოხდა იმის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა. ჩვენ გავაკეთეთ დროულად და ამიტომ ჩვენ ამხელა ფორა მოგვეცა, რომ პირველი ტალღა არ ყოფილა ამ ქვეყანაში და არც არავის უნახია. რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაზაფხულზე. ახლა ყველას რომ მეორე აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს. ამასობაში ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, ვისწავლეთ.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.