“ორ დღეში 2000 შემთხვევა, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე იყო იტალიაში თავის დროზე, როცა მსოფლიოში ყველაზე დიდი გავრცელება იყო ამ ქვეყანაში. სად არის ეს 2000 კაცი ვიცით? არიან კი სახლებში? ახლა მითხრა ნაცნობმა, რომ ახლობელს დაუდასტურდა თურმე კორონავირუსი, არის უსიმპტომო, არ აქვს სიცხე და წავიდა კახეთში, რთველში და ამ 2000 ადამიანის კონტროლს ვინმე ახორციელებს?”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს ინფიცირების 1186 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.