მთავარი ციტატა

“რატომ დუმს მთავრობა, ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, არავინ არ ელოდა ამას”

“ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არის კატასტროფული ვითარება. რატომ დუმს მთავრობა, რატომ არაფერს ამბობენ, ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, არავინ არ ელოდა ამას, როცა არ ელოდები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ელემენტარული უნარი არ აქვს დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს ინფიცირების 1186  შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....