საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, მტიან ყარაბაღთან დაკავსირებით საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოზიცია აქვს. ამის შესახებ ელცი „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს.
როგორც ელცი აცხადებს, საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა ეს პრინციპი სენარჩუნებული იყოს.
„მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტული არ ჩანს, მაგრამ ამ დროს საქართველოს ორ მეზობელს შეიარაღებული კონფლიქტი აქვთ. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია არ მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რასაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
მე მჯერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყება ყველა საჭირო ზომას მიიღებენ და ფაქიზად მიუდგებიან ამ საკითხს. საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა მივდიოთ ამ პრინციპებს. ვფიქრობ, საქართველოს ამ საკითხში სწორი პოლიტიკა აქვს:,”- განაცხადა ელცმა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
კონფლიქტის დაწყების დღიდან, საქართველოს ხელისუფლებამ მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, ამასთან ქვეყანამ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.